ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის 2012–2015 წლების პროექტი


საკონტაქტო ინფორმაცია:

ორგანიზაცია: თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი.

მისამართი: ქიქოძის ქ. # 14.

ტელეფონი: 2 99 68 53; 5 51 10 07 05.

ელ-ფოსტა: economics_institute@yahoo.com, ramazabesadze@yahoo.com.

სამეცნიერო მიმართულება: ეკონომიკა.

პროექტის სათაური:

„დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედია“

(4 ტომად)

პროექტის ხელმძღვანელი – ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე

შემსრულებლები: ინსტიტუტის სამეცნიერო ერთეულები, ტერმინოლოგიისა და

ბიზნესის ჯგუფი, ინსტიტუტის გამომცემლობა.

პროექტის განხორციელების ვადა: 4 წელიწადი (2012–2015 წლები)

პროექტის აქტუალობა და მიზანი:

პროექტის აქტუალობა. ქვეყნის სულიერი და კულტურული განვითარე­ბისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ დარგის ენციკლოპედიის შექმნას, ვინაიდან იგი ფლობს მეცნიერულ და საგანმანათლებლო ღირებუ­ლებებს. მეცნიერულს იმდენად, რამდენადაც მასში ასახულია ბევრი ახალი სამეცნიერო მასალა, ცნობილი კი - განვითარებული და დაზუსტებული. საგანმანათლებლოს - იმდენად, რამდანადაც იგი შეიცავს შედარებით სრულყოფილ ინფორმაციას მოცემული დარგის შესახებ, რომლის გამო­ყენება ემსახურება ადამიანის ცოდნის ამაღლებას.

ეკონომიკა ადამიანური საქმიანობის ისეთი სფეროა, რომელთანაც ყო­ველ­დღიური შეხება აქვს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო რაც უფრო გარ­კვეულია იგი ეკონომიკურ საკითხებში, მით უფრო რაციონალურ გადა­წყვეტილებას მიიღებს ეკონომიკური ქმედებების (ყიდვა, გაყიდვა, დანა­ზოგის გაკეთება, ინვესტიციის გაწევა და მრავალი სხვა) განხორ­ციელე­ბებისას. ეკონომიკური ენციკლოპედიის არსებობა კი ერთ-ერთი მძლავრი სა­შუალებაა თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ზოგადი განათლება მისთ­ვის ესოდენ საჭირო ეკონომიკურ საკითხებში.

საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას დიდი ხნის ისტორია აქვს. საკმარისია გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელი­ანის „ქართული განმარ­ტებითი ლექსიკონი“, იოანე ბატონიშვილის „კალმა­სობა“, „ქართული ენის განმარ­ტე­ბითი ლექსიკონი“, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ და სხვ. ასევე საქართველო არ არის ღარიბი სხვადასხვა სახის დარგობრივი ლექსიკონებითა თუ ენციკლოპე­დიებით, ეკონომიკის სფეროშიდაც არსებობს ძირითადად ლექსიკოგრაფიული ხასია­თის გამო­ცემები (მათ შორის აღსანიშნავია აკადემიკოს პაატა გუგუშვილის რედაქ­ციით გამო­ცემული „ტერმინოლოგიური ლექსიკონი“, საქართველოს მეც­ნიე­რებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტის ლეო ჩიქავას ქართულ-რუსული „ეკონომიკური ლექსიკონი“, საქართველოს მეცნიერებათა აკადე­მიის წევრ–კორესპონდენტის ავთანდილ სილაგაძის რედაქტორობით გამო­ცემული „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, პროფესორ როზეტა ასათიანის „ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“ და სხვ.), მაგრამ წმინ­და ენციკლოპედიური ხასიათის სრულყოფილი გამოცემა ამ სფეროში არ არსებობს. ამდენად, „დიდი ქართული ენციკლოპედიის“ შექმნასა და გამოცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია სრულყოფილი ქართული ენციკლოპედიის გამოცემა ეკონომიკური მეცნიერების დარგში, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო, სულიერი და კულტურული განვითარების საქმეში.

პრექტის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა

პროექტის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ კვლევის შედეგი _ „დიდი ქარ­­თული ეკონომიკური ენციკლოპედია“ _ იქნება პირველი სრულყოფილი, წმინდა ენცილოპედიური ხასიათის გამოცემა ეკონომიკის სფეროში, რომელიც მნიშვნელო - ­ვ­ან დახმარებას გაუწევს სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმო ­მადგენლებს, უცხოელ პარტნიორებსა და ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზა­ცი ­ებს, ეკონომიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და ექსპერტებს, საზოგადოების ფართო ფენებს. პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და სოცია­ლური სფეროს განვითარებას, ვინაიდან მისი მთავარი პროდუქტი არის ცოდნის გადიდება.

პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მას ნება კომერციული დანიშნლება.

2012 წლის სამუშაო თემატიკა:

„დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის“ პირველი ტომის (ა-დან თ-მდე) მომზადება

მიმართულებები:

I მიმართულება

ეკონომიკური თეორია. ეკონომიკური აზრის ისტორია (მათ შორის საქართვე­ლოს ეკონომიკური აზრის ისტორია). ეკონომიკის ისტორია (მათ შორის საქართველოს ეკონომიკის ისტორია).

შემსრულებელი: ეკონომიკური თეორიის განყოფილება.

ხელმძღვანელი: განყოფილების გამგე, ემდ, პროფ. ალფრედ კურატაშვილი.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ, პროფ. ალფრედ კურატაშვილი, ემდ, პროფ. მურმან კვარაცხელია, აკად. დოქტორი ნატა დავლაშერიძე, აკად. დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი

II მიმართულება

მსოფლიო ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა. მაკროეკონომიკური თეორია. ეკონომიკური განვითარების თეორია

შემსრულებელი: მაკროეკონომიკის განყოფილება.

ხელმძღვანელი: მაკროეკონომიკის განყოფილების გამგე, აკად. დოქტორი ნანული არევაძე.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ, პროფ. რა­მაზ აბესაძე, საქართველოს მეცნი­ერე­­ბათა ეროვნული აკადემიის წევრ-კო­რეს­პონდენტი, ემდ, პროფ. ვლადიმერ პაპავა, აკად. დოქტორი ნანული არევაძე, აკად. დოქტორი ნანა ბიბილაშვილი, მეც. თანამ. ციცინო თეთრაული (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტებიც).

III მიმართულება

სექტორული ეკონომიკა (დარგების ეკონომიკა). რეგიონული ეკონომიკა

შემსრულებელი: სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება.

ხელმძღვანელი: სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილების გამგე, ემდ ვახტანგ ბურდული.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ ვახტანგ ბურდული, აკად. დოქტორი ნანული არევაძე, აკად. დოქტორი გიორგი ბრეგვაძე, აკად. დოქტორი ქეთევან ქველაძე.

IV მიმართულება

მეწარმეობა. მაკროეკონომიკა. ფირმები, ბიზნესმენები

შემსრულებელი: ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება.

ხელმძღვანელი: ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების გამგე, ემდ, პროფ. გიორგი ბერულავა.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ, პროფ. გიორგი ბერულავა, აკად. დოქტორი ეთერ

კაკულია, აკად. დოქტორი მარინა ცუცქირიძე.

V მიმართულება

საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობები. ინოვაციები. ინვესტიციები

შემსრულებელი: ინოვაციებისა და საერთაშორისო კონკურენციის განყოფილება.

ხელმძღვანელი: ინოვაციებისა და საერთაშორისო კონკურენციის განყოფილების გამგე,

აკად. დოქტორი იზა ნათელაური.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ, პროფ. როლანდ სარჩიმელია, აკად. დოქტორი

იზა ნათელაური, აკად. დოქ­ტორი ნუნუ ქისტაური.

VI მიმართულება

საჯარო ეკონომიკა. საჯარო ეკონომიკა. საგადასახადო სისტემა. სახელმწიფო საწარმოები. სოციალური ეკონომიკა

შემსრულებელი: საჯარო ეკონომიკის განყოფილება.

ხელმძღვანელი: საჯარო ეკონომიკის განყოფილების გამგე აკად. დოქტორი თეა ლაზა-­

რა­შვი­ლი.

კვლევაში ჩართული პერსონალი: აკად. დოქტორი თეა ლაზა­რა­შვი­ლი, აკად. დოქტორი

თინათინ ქურდაძე, მეც. თანამშრომელი მედეა მელაშვილი.

VII მიმართულება

ბუნებათსარგებლობა და ბუნების დაცვის ეკონომიკა. მდგრადი ეკონომიკური განვითარება

შემსრულებელი: მდგრადი ეკონომიკური განვითარების განყოფილება.

ხელმძღვანელი: მდგრადი ეკონომიკური განვითარების განყოფილების გამგე

აკად.დოქტორი მამუკა ხუსკივაძე.

კვლევაში ჩართული პერსონალი: აკად. დოქტორი მამუკა ხუსკივაძე, პროფ. თინათინ

ჩხეიძე, მეც. თანამ. ლია დვალიშვილი, მეც. თანამ. ზურაბ ნოზაძე.

VIII მიმართულება

სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. სატყეო მეურნეობა. თევზჭერა. მონადირეობა

შემსრულებელი: სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება.

ხელმძღვანელი: სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილების გამგე, ემდ

ვახტანგ ბურდული (თანახელმძღვანელი აგროწარმოების ლაბორატორიის

გამგე, აკად. დოქტორი თენგიზ ქავთარაძე).

კვლევაში ჩართული პერსონალი: აკად. დოქტორი თენგიზ ქავთარაძე, აკად. დოქტორი

ლი­ნა დათუნაშვილი, აკად. დოქტორი ზურაბ რევიშვილი.

IX მიმართულება

ეკონომიკური ტერმინოლოგია. მსოფლიოსა და საქართველოს გამოჩენილი ეკონომისტები და ბიზნესმენები. წარჩინებული ფირმები

შემსრულებელი: ეკონომიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი(საზოგადოებრივ საწყისებზე).

ხელმძღვანელი: ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე.

კვლევაში ჩართული პერსონალი: ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე, სოციოლოგიის მაგისტრი

გიორგი ყუფარაძე, მაგისტრი თემურ გოგოხია, ბაკალავრი ეთერ

ჯაბანაშვილი, ფილოლოგიის მაგისტრი ნატო აბესაძე, ფილოლოგიის

მაგისტრი სესილი ხანჯალაძე, ფილოლოგიის (ინგლისური ენის)

მაგისტრი ლია შაყულაშვილი, ფილოლოგიის (ინგლისური ენის)

მაგისტრი ნინო კედია.

პროექტის განხორციელების დროს, საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.

Please Select Embedded Mode To Show The Comment System.*

Plus récente Plus ancienne