საკითხები სასკოლო წერისათვის

1. გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა ,,დადიანის ასული და მათხოვარი’’.იმსჯელეთ,რა იყო მოხუცი მათხოვრისათვის ფიზიკურ გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი?
2. ,,ღმერთმა ადამიანი შექმნა სახედ და ხატად თვისად’’-გვამცნობს ბიბლია.დააკავშირეთ ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობასთან ,,დადიანის ასული და მათხოვარი’’.
3. როგორ ფიქრობთ,რა არის ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის,,დადიანის ასული და მათხოვარი’’-მთავარი სათქმელი?
4. რას ეწოდება პერიფრაზი?
5. რა არის ნაწარმოების თემა და იდეა?
6. გაიხსენეთ ხალხური ბალადა,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა’’.რას ნიშნავს,თქვენი აზრით,ვეფხვის შესახებ ნათქვამი სიტყვები:,,თვალნი არისხნა ღვთისანი’’
7. გაიხსენეთ გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია,,ვეფხვისა და მოყმის მითოსური სამყარო’’.რამდენ ნაწილად იყოფა ტექსტი და როდის შეიქმნა ბალადის სრული ტექსტი?
8. რა ხალხური რწმენა-წარმოდგენები აისახა ბალადაში ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა’’
9. გაიხსენეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა,,წიგნი’’.როგორ ფიქრობთ,რამ შეუშალა ხელი შურისმაძიებელ მკვლელს,რა საერთო თვისებები აღმოაჩნდათ მას და მსხვერპლს?
10. გაიხსენეთ ჰენრი დევიდ ტოროს თხზულება,,კითხვა’’.ავტორის აზრით,რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?
11. გაიხსენეთ ჰენრი დევიდ ტოროს თხზულება,,კითხვა’’.რას უწოდებს ჰენრი დევიდ ტორო კლასიკურ თხზულებათა ავტორებს?რა ძალაუფლება ჰქონიათ მათ?
12. გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას’’.განმარტეთ სტრიქონები:,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი,თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი’’?
13. გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას’’.როგორ გესმით გამოთქმა,,შვილნი სოფლისა’’?
14. გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას’’.იმსჯელეთ,რატომ მიაშურა სევდიანმა პოეტმა ბუნების წიაღს?
15. გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას’’.იმსჯელეთ,როგორ ეხმიანება წუთისოფლის ბარათაშვილისეული შეფასება ბიბლიას?
16. გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხე’’.მოკლედ დაახასიათეთ დიაკვანი ელეფთერი.
17. გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის მოთხრობა,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი’’.რა ინატრა მოხუცმა გუთნისდედამ სიკვდილის წინ?
18. გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის მოთხრობა,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი’’.როგორ ახასიათებს ავტორი მოხუც გუთნისდედას?
19. გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობა,,სოლომან მორბელაძე’’და იმსჯელეთ მთავარი პერსონაჟის თვისებებზე;
20. გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობა,,სოლომან მორბელაძე’’.იმსჯელეთ, რა იყო აზნაურების,,ხელობა’’ და რატომ ირჩევდნენ ისინი ამ საქმეს?
21. რას ეწოდება ზმნის უღლება და რამდენი მწკრივისაგან შედგება ეს სისტემა?
22. როდის შეიძლება იყოს ზმნა გარდამავალი?
23. რამდენი სახისაა გვარი და რა კავშირი აქვს მას გარდამავლობასთან?
24. რას ეწოდება კონვერსია?
25. კონვერსიის წესის გამოყენებით,მოქმედებითი გვარის ზმნებს მოუძებნეთ შესაბამისი ვნებითები:ა)თიბავს- .....................ბ)თხრის- ............................გ)აფერადებს- ........................ დ)აშავებს- ........................ე)ახვევს- ............................. ვ)აწითლებს- ....................................
26. რომლებია წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები?
27. რას ეწოდება გარემოება?
28. რა სახის გარემოებები არსებობს ქართულ ენაში?
29. რას ეწოდება შესიტყვება?
30. მოცემულ წინადადებებში მხოლოდ მთავარ წევრებს გაუსვით ქვეშ ხაზი: ა)თაკარა მზემ შუადღისას პაპანაქება დაატრიალა; ბ)პატარა ბიჭმა წნელის კონას მოზრდილი სახრე გამოაძრო; გ)მაგდანმაც გულით შიყვარა ნაიბის ცოლი; დ)მშობლებმა უფროსი ბიჭი ქუთაისში ჩაიყვანეს სასწავლებლად;

Please Select Embedded Mode To Show The Comment System.*

Plus récente Plus ancienne